სკოლის ისტორია

 

სკოლა ევრო-2000  შეიქმნა 1999 წელს შ.პ.ს. “ევრო-2000”-ის ბაზაზე, მისი დამფუძნებლები არიან პროფესორები–როლანდ კომახიძე და ანზორ აბუსერიძე. 


სკოლა მდებარეობს ბათუმში გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ქალაქის ცენტრალურ უბანში და აქვს საკუთარი ცხრასართულიანი კეთილმოწყობილი შენობა, ლაბორატორიით, საგნობრივი კაბინეტებით,  სააქტო დარბაზითა და სპორტული მოედნით. 

 2011წლის 06 ოქტომბერს  წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. გადაწყ. N 326 

სკოლაში ორენოვანი სწავლებაა, სადაც 73 მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი მოღვაწეობს და ცოდნას 640-მდე მოსწავლე ეუფლება. სწავლება სამ საფეხურიანია, რომლის მიზანია ევროპული განათლების სისტემასთან ინტეგრირება, ამიტომ პირველი კლასიდან მიმდინარეობს უცხო (ინგლისური,  მეორე კლასიდან გერმანული,) ენების გაღრმავებული სწავლება.მიუხედავად ამისა სკოლა უდიდეს ყურადღებას აქცევს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის გუნდი გასული სასწავლო წლის აჭარის რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულია. სკოლაში ასევე  ინერგება ევროპული სკოლების გამოცდილება.  

 სკოლა დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს  უცხოეთში მოქმედი სასკოლო განათლების ცენტრალური უწყება (ZFA), გოეთეს ინსტიტუტი (GI), პედაგოგიური გაცვლის სამსახური (PAD) გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). 

 

2009 წლიდან  სკოლა ევრო-2000 არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივის „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ უცხოეთში  სასკოლო განათლების ცენტრალური უწყების ZFA-ს ერთ-ერთი პარტნიორი სკოლა იმ ცხრა სკოლიდან, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ.  

 

2010 წლის დეკემბერში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრთა საბჭოში სკოლისთვის გერმანული ენის დიპლომის უფლების მინიჭების თაობაზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე სკოლა ევრო-2000 უფლებამოსილია 2011-2012 სასწავლო წელს (P 2012) ჩაატაროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრთა საბჭოს (KMK) მეორე საფეხურის, ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს ენის ცოდნის მე-5, B2/C1 დონის, გერმანული ენის დიპლომის (DSD2) გამოცდები. ეს ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სწავლა გააგრძელონ გერმანიის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში გერმანული ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.

 

ჩვენი მასწავლებლები და მოსწავლეები მრავალჯერ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სტიპენდიით გერმანიაში.  სკოლას უკვე მერამდენე წელია ზედიზედ  ყავს ფლექსის პროგრამის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც ერთი წლით ამერიკულ სკოლებში სწავლობენ.  2013-14 სასწავლო წელს სკოლის ორი მოსწავლე მეგი ხურციძე და ლანა ვერულიძე ერთი წლით სწავლობდენ გერმანიაში, კოტბუსის გიმნაზიაში.  

 

ევრო-2000-ში მოქმედებს ქორეოგრაფიული ანსამბლი ბურჯი,  რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში, მიღებული აქვს არაერთი სიგელი. სკოლა სამართლიანად ამაყობს რესპუბლიკური და საერთაშორისო სპორტული მიღწევებით.

 

საატესტატო გამოცდები, სხვადასხვა წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიერ მიღწეული შედეგები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებული სწავლის შედეგები, სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების (სერთიფიცირებული პედაგოგების სიმრავლე) შედეგები გვაძლევს საფუძველი ვთქვათ, რომ ბათუმში სკოლა ევრო-2000  ერთ-ერთი საინტერესო და კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის დევიზია: ისწავლე ხალისით- გზა ევროპისაკენ.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X