ევრო-2000 ის მოსწავლეთა ჯგუფი დაბრუნდა ზონენბერგის (გერმანიის) საერთაშორისო შეხვედრიდან

23 სექტემბერი 2013 წელი

ევრო-2000 ის მოსწავლეთა ჯგუფი დაბრუნდა ზონენბერგის (გერმანიის) საერთაშორისო შეხვედრიდან

 ზონენბერგი. პროექტისაკვები განსჯისათვის“.

 

ზონენბერგი, პროექტი „საკვები განსჯისათვის“
01-08 სექტემბერი, 2013 წელი  “Youth in Action” პროგრამის ფარგლებში, ზონენბერგში, ჰარცის მთიანეთის უმშვენიერეს ნაციონალურ პარკში, გაიმართა მორიგი „საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრა“ თემაზე „საკვები განსჯისათვის“. სკოლა „ევრო-2000“ უკვე მეორე წელია აქტიურად ჩართულია მსგავს ღონისძიებებში. 
მიმდინარე პროექტი ითვალისწინებდა კვების კულტურულ, პოლიტიკურ და ეთიკურ ჭრილში განხილვას. მისი მიზანი იყო ამ აქტუალური თემის ევროპელი ახალგაზრდების თვალ-თახედვით განხილვა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ერთად ძიება. 
ღონისძიებაში ჩართული იყო სულ 5 ქვეყანა: გერმანია, შვედეთი, ხორვატია, სერბეთი და საქართველო. 
დაგეგმილი სემინარები და აქტივობები ძალზე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ჩვენი სკოლიდან მასში მონაწილეობდნენ XI –XII კლასის მოსწავლეები. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროექტში: მონაწილეობდნენ პრეზენტაციებში, დისკუსიებსა თუ სხვადასხვა დებატებში. 
პირველ დღეს ხუთივე ქვეყანის წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყანა გააცნეს აუდიტორიას. წარუდგინეს მათი ტრადიციული საკვები და აღნიშნეს თუ რარიგ დიდ გავლენას ახდენს მასზე ქვეყნის კულტურული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა. 
განვლილი სემინარების შემდეგ, მონაწილეთა ჯგუფები გაემართნენ ქალაქ გოტინგენში, სადაც გაიმართა რიგი საინტერესო შეხვედრები ქალაქის ოფიციალურ პირებთან. მონაწილეები იღებდნენ მათგან ინტერვიუებს, უსვამდნენ კითხვებს თემის ირგვლივ წამოჭრილ პრობლემებზე. ბანაკში დაბრუნებულებმა შთაბეჭდილებები სხვა მონაწილეებს გაუზიარეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის დასკვნითი ნაწილი, სადაც სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ჯგუფებში მოამზადეს თავიანთი ქვეყნის ტრადიციულ კერძები. მოსწავლეებითვის ეს აქტივობა განსაკუთრებულად საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო (გემრიელი) აღმოჩნდა. მოსწავლეებს გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდათ. უცხოელ მეგობრებთან ერთად საინტერესოდ გატარებული დღეები არასოდეს დავიწყდებათ და მომავალი შეხვედრების მოლოდინში ერთმანეთთან  კონტაქტს კვლავაც გააგრძელებენ.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ გერმანიიდან და შთაბეჭდილებები უკვე გაუზიარეს სკოლის მოსწავლეებს, რომელთა 30 კაციანი ჯგუფი ოქტომბერში კვლავ გაემგზავრება ზონენბერგში, ამჯერად სხვა პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ზონენბერგიდან მოსწავლეები ქ. ელმსჰორნში გაემგზავრებიან, იქ მოსწავლეთა ოჯახებში იცხოვრებენ და სკოლაში გაკვეთილებს დაესწრებიან.    

 

 


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X