მოსწავლეთა გაცვლის პროგრამა აქტიურად მოქმედებს

15 ნოემბერი 2013 წელი

მოსწავლეთა გაცვლის პროგრამა აქტიურად მოქმედებს

მოსწავლეთა გაცვლის პროგრამით 2013 წლის 26.10.–10.11. გერმანიაში იმყოფებოდა ევრო–2000-ის მეცხრე, მეათე კლასების 30 წარჩინებული მოსწავლე. ისინი თავიანთ გერმანელ თანატოლებთან ერთად ერთი კვირა იმყოფებოდნენ ქვემო საქსონიაში, ჰარცის ულამაზეს მთებში, ზონნებერგის საერთაშორისო განათლების ცენტრში სემინარებზე, რომლის თემა იყო ეკოლოგია და მდგრადი განვითარება. სემინარების დასრულების შემდეგ გერმანელმა მოსწავლეებმა ქართველები თავიანთ სკოლაში მიიწვიეს ერთი კვირით, იქ ისინი დამეგობრებულ მოსწავლეთა ოჯახებში ცხოვრობდნენ, ესწრებოდნენ გაკვეთილებს ელმსჰორნის ბისმარკის სახელობის გიმნაზიაში, მოაწყვეს ერთობლივი გერმანულ –ქართული საღამო მუსიკალური ნომრებითა და ქართულ გერმანული ცეკვებით, საღამოს ესწრებოდნენ ბისმარკის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეები და მათი მშობლები რომლებსაც ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ, მოსწავლეებს გულთბილი მიღება გაუმართა ელმსჰორნის მერმა და მათთან ერთად სამახსოვრო სურათიც გადაიღო, ბათუმელები ქალაქის მერს ბათუმის შესახებ ესაუბრნენ და ბათუმშიც დაპატიჟეს, გერმანული გიმნაზიის დირექციის ინიციატივით ქართველი და გერმანელი მოსწავლეებისათვის ერთობლივი ექსქურსიები მოეწყო ჰამბურგში და ლიუბეკში. მონაწილეები ევრო–2000–ში წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ახლა ევრო–2000 უკვე გერმანელი მოსწავლეების საპასუხო ვიზიტს ელოდება, რომელიც მომავალი წლის მაისში შედგება.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X