სკოლა ევრო–2000 მოსწავლეები გერმანიაში

9 ოქტომბერი 2015 წელი

სკოლა ევრო–2000   მოსწავლეები გერმანიაში

2015 წლის 19-28 სექტემბერს სკოლა ევრო-2000 ოცდაორი მოსწავლე ორი მასწავლებლის თანხლებით იმყოფებოდა გერმანიაშის ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის სახელობის გიმნაზიაში. ეს სკოლა უკვე ორი წელია ევრო-2000 პარტნიორი სკოლაა.   ჩვენი მოსწავლეები კი მესამედ ესტუმრნენ ელმსჰორნს.

  ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ გერმანული ცხოვრების წესი. ისინი 10 დღის განმავლობაში   გერმანელი მასპინძლების ოჯახებიდან  თანატოლებთან ერთად დადიოდნენ სკოლაში, რამაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ მათი ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას, არამედ მათი თვალსაწიერის გაფართოებას.

მრავალფეროვანი და შედეგიანი იყო ერთობლივი პროგრამა. მოსწავლეები ესტუმრნენ ქალაქ კილის უნივერსტიტეტის ენერგიის ლაბარატორიას, სადაც მათ ოთხი საათის განმავლობაში  მნიშვნელოვანი ცდები ჩაატარეს.   საინტერესო იყო ექსკურსია ჰამბურგში, გერმანიის ამ უდიდეს და ულამაზეს სანავსადგურო   ქალაქში.  დატვირთული კვირის ლამაზი დაგვირგვინება იყო გერმანულ-ქართული საღამაო, რომელიც გაიმართა სკოლაში და მას ბევრი სტუმარი ესწრებოდა. მოსწავლეებს მიესალმნენ ქალაქ ელმსჰორნის მერი და სკოლის დირექტორი. ერთ სცენაზე კარგად გამოჩნდა ორი ქვეყნის ხალხისა და კულტურის დაახლოება. გერმანელების მიერ შესრულებულმა ცეკვა აჭარულმა და ქართულმა სიმღერამ, ვახტანგ გორგილაძის „ჰოი და ნანამ“, ჩვენი ლამაზი კუთხის პრეზენტაციამ მაყურებელის აღფრთოვანება გამოიწვია. საღამო დაასრულა ერთობლივად შესრულებულმა გერმანულმა სიმღერამ.

ამაყი ვიყავით, როცა ვუყურებდით გერმანელ-ქართველი მოსწავლეების ჯგუფების მუშაობას, გულითად ურთიერთობებს და გერმანელი პედაგოგების აღტაცებას.   ჰამბურგის აეროპორტში ყველას თვალებში ცრემლებს უმზერ,

ჰამბურგის აეროპორტში უამრავი გამცილებლის თვალებში მოკიაფე ცრემლებით დავრწმუნდით, რომ გაცვლითი პროგრამის მიზანი, მარტო ენის ცოდნის გაუმჯობესება არაა, ეს უფრო მეტია, რადგან აქ უკვე მეგობრობა და შემდგომი შეხვედრების სურვილი ასრულებს დიდ როლს, რასაც წინა ვიზიტების დროს დაწყებული გერმანულ–ქართული ოჯახების მეგობრობაში გადაზრდილი ურთიერთობებიც ადასტურებს.

 

 

ამონარიდი მოსწავლეების  შთაბეჭდილებებიდან.

 

ბისმარკის სკოლის ისტორიული შენობამ, შიგნით ულტრათანამედროვე კლას კაბინეტებით ჩემი აღტაცება გამოიწია. ევროპაში ჩემი პირველი მოგზაურობა არასოდეს დამავიწდება. /ნინო შარაბიძე/

ჩემი მასპინძელი ოჯახი ორი თვით ადრე გავიცანი ინტერნეტით და რომ ჩავედი თითქოს საკუთარ ოჯახში აღმოვჩნდი. სულმოუთქმელად ველოდები ფრანკას ჩამოსვლას, რომ მეც გავაოცო ქართული სტუმარმასპინძლობით. /ქეთი ხალვაში/

დედა შენი სიტყვა ჩემთვის კანონია– ასე ეწერა გერმანულად ჩემს მასპინძელს თავის ოთახში. სინამდვილეში მშობლებისა და  შვილების თბილი ურთიერთობებით მოხიბლული დავრჩი.......  დაახლოებით ვიცოდი რატომ იწევდა საქართველო ევროპისაკენ, ახლა კი თავადაც ყველაფერში დავრწმუნდი.../არჩილ კახიძე/

ისეთი სიწყნარე იყო, თითქოს არავინ ცხოვრობდა იქ; სისუფთავე, სიზუსტე და თავაზიანობა ყველგან. /ლიზი აბუსელიძე/

 

 


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X