საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული

20 ნოემბერი 2015 წელი

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული

      მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება სწავლების ეფექტური სტრატეგიებია. მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობები მათივე თვითშეფასების ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო გზაა; სწორედ ამას უწყობს ხელს სკოლა ევრო 2000-ში უკვე მერამდენე წელია დანერგილი საგნობრივი კვირეულები; წლევანდელი სასწავლო წელი   საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეულით დაიწყო,  რომელიც 12 ოქტომბერს გაიხსნა და 23 ოქტომბრამდე  გრძელდებოდა;             კვირეულისთვის  დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები წარმატებით განხორციელდა კათედრის პედაგოგებისა და მოსწავლეთა ძალისხმევით; კვირეული გაიხსნა კონკურსით  გეოგრაფიასა და ისტორიაში, რომლის დროსაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები;

           კვირეულის  ფარგლებში კათედრის წევრებმა ჩაატარეს  ღია გაკვეთილები. კარგად დაგეგმილმა  გაკვეთილებმა, ინტერაქტიული სწავლების მეთოდებმა,მოსწავლეების მიმართ თბილმა  და ტოლერანტულმა  დამოკიდებულებამ განსაზღვრა სწავლებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა; სწორედ ეს ყველაფერი გახდა კვირეულის  წარმატებით ჩატარების საფუძველი;

                 კვირეული ფარგლებში გაიმართა   აგრეთვე საკონსულტაციო  შეხვედრა,  რომელზეც   პედაგოგებმა ერთმანეთს   საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს;        კათედრის წინაშე წარდგნენ შემდეგი მასწავლებლები: მანანა ვადაჭკორია (ექსკურსია, მისი მიზანი და მნიშვნელობა),  ლია ტოტოჩავა-შველიძე (თვალსაჩინოების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სიტყვების ჩამონათვალით ესეს შედგენა), ქეთი რუსიეშვილი (ვიდეოს გამოყენება გაკვეთილზე, წყაროებზე მუშაობის მნიშვნელობა).დაიგეგმა მომდევნო საკონსულტაციო შეხვედრა მე-2 სემესტრში.   

კვირეულის დღეებს დაემთხვა  შავი ზღვის დაცვის დღე. ამასთან  დაკავშირებით სკოლაში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, სკოლის შენობაში გამოიკრა მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოებები.

 გაკვეთილების  შემდეგ ბავშვები მასწავლებლებთან ერთად სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად  გავიდნენ, მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ ამ საქმიანობაში .

    დაარიგეს მოსახლეობაში მათ მიერვე დამზადებული  საინფორმაციო ბუკლეტები.

         კვირეულის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა ინტეგრირებული ღონისძიება, რომელშიც კათედრის  წევრებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა    ქართული ენის მასწავლებელი  ნანი ცეცხლაძე. პროექტის თემა იყო- ,,საქართველოს მხარეები“, მასში მონაწილეობდნენ  სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ღონისძიების მიზანი იყო   საქართველოს კუთხეების გაცნობა, დაინტერესება  ქართული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურით,  პატრიოტული გრძნობების გაღვივება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ისმოდა ამაღელვებელი ლექსები; გულში ჩამწვდომი სიმღერები; განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ქართულმა ნაციონალურმა ცეკვებმა;

  ღონისძიების ბოლოს გაიმართა გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოება. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, რაც, თავის მხვრივ, თავისთავად გულისხმობს კრეატიული, თავისუფალი, მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც სკოლა ევრო–2000 ძირითადი მისიაა.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X