ინგლისური ენის დღეები ევრო-2000-ში

20 ნოემბერი 2015 წელი

ინგლისური ენის დღეები ევრო-2000-ში

უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ენის შემსწავლელის, ისე მასწავლებლისაგან. ენის სწავლა/სწავლებისას უამრავი ელემენტია  გასათვალისწინებელი და ეფექტური შედეგების მიღებას მხოლოდ ყველა ელემენტის სასწავლო პროცესში ჩართვა განაპირობებს. დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უცხოური ენის გაკვეთილის მიზანს გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების დაზუთხვა და მათი თარგმნა წარმოადგენდა, დღეს მნიშვნელოვანია შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია. ტრადიციული გაკვეთილისგან განსხვავებით, დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე დომინანტის როლში კი არ არის, არამედ მოსწავლის დამხმარე პერსონა და საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორია.

სწავლების სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს ინგლისური ენის წარმატებულად სწავლებას სკოლა ევრო 2000-ში. ამ დღეებში ინგლისური ენის კათედრის მიერ ორგანიზებული  კვირეულიც ამის დასტური იყო. კვირეულის გაიხსნა სლაიდ შოუთი, რომელიც ინგლისური ენის სწავლების პროცესსა და   მოსწავლეთა ჩართულობას ასახავდა, გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც  გამოვლინდა კვირეულის ბოლოს და დაჯილდოვდა სერტიფიკატით. კვირეულის გახსნას ინგლისური ენის პედაგოგების გარდა, სკოლის დირექცია და მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. გახსნის დღესვე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი  ,,რიცხვები და ფერები“(პედაგოგები: მარგარიტა კეკელიძე და ნადეჟდა მაისურაძე).

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი ღია გაკვეთილები (პედაგოგები: ოთარ ლომაძე, თინათინ მეფარიშვილი, ნანა მსახურაძე, ცირა ბერაძე, რუსუდან ცინცაძე, ინგა ბერაძე, ნინო ალანია, ჯულიეტა შალოშვილი, ნინო ინაიშვილი, ნატალია კოსტევიჩ) .

კვირეულის პერიოდში სხვა საინტერესო ღონისძიებებიც ჩატარდა:  შეჯიბრი დამატებითი ლიტერატურის კითხვაში - Frankenstein.

განსაკუთრებით კარგი იყო   ინგლისურ ენაზე გამართული მოსწავლეთა კონფერენცია, რომელსაც  ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტარცია და ინგლისური ენის კათედრის მასწავლებლები.

კვირეულის დაიხურა ღონისძიებით, რომელზეც   მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პროექტები სხვა დასხვა ქვეყნების ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. კვირეულის მთავარი გმირები, როგორც ყოველთვის, მოსწავლეები იყვნენ, სწორედ  მათი აქტიური ჩართულობა და მოტივაციის ამაღლება იყო კვირეულის მიზანიც.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X