პარტნიორობა ენების სრულყოფილი სწავლებისათვის

11 ნოემბერი 2015 წელი

პარტნიორობა ენების სრულყოფილი სწავლებისათვის

          პარტნიორობა ენების სრულყოფილი სწავლებისათვის

 

  უცხო ენის შესწავლა ყველა დროში აქტუალური იყო.  ენა კომუნიკაციის საშუალებაა როგორც კერძო, ასევე კულტურის,  ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროებში. გარდა ამისა, უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული კარიერისათვის დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში. სხვა  ენათა გვერდით    გერმანული ენის ცოდნა განსაკუთრებულ უნარად მიიჩნევა. ვინც გერმანული ენის შესწავლაზე აკეთებს არჩევანს, მას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობები, მიაღწიოს წარმატებას დღევანდელ მსოფლიოში. გერმანულენოვან ქვეყნებს უმდიდრესი ტრადიციები გააჩნიათ განთლების დარგში. ისინი მსოფლიოში განთქმული არიან სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით.  

    უკვე რამდენიმე წელია სკოლა ევრო 2000 აქცენტს სწორედ გერმანულ ენაზე აკეთებს და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა დაუღალავი შრომა და მუდმივი ზრუნვა პროფესიული სრულყოფისათვის. წლების განმავლობაში პერიოდულად მიემგზავრებიან გერმანული ენის პედაგოგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამჯერად გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საერთაშორისო კომუნიკაციის ინსტიტუტისა და გერმანიის პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდა მასწავლებელი ირმა დავითაძე. სემინარის ინიციატორი იყო სკოლა ევრო  2000–ის  პარტნიორი ორგანიზაციის „გერმანიის სასკოლო სამსახური უცხოეთში(ZFA)“. სემინარი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო;  მეთოდურ-დიდაქტიკური კურსის დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები:

  •  „გერმანული ენის –  როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა  გერმანული ენის დიპლომის სკოლებში;
  • გაკვეთილის კონცეფციების შექმნა;
  • გერმანიის სკოლების საგაკვეთილო პროცესის დაკვირვება.

სემინარის განმავლობაში დამუშავდა ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა:

1.      გერმანიის სასკოლო განათლება და მასწავლებელთა პედაგოგიური განათლება ნორდრაინ-ვესტფალენ-ში.

2.      უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა .

3.      თანამედროვე მედიასაშუალებების  გამოყენების ტექნიკა გერმანული ენის გაკვეთილზე და მოსწავლეთა მოტივირება.

4.      პრეზენტაციის ტექნიკის მიწოდება;

5.      გერმანიის ქვეყანათმცოდნეობა და მისი დიდაქტიზირება;

6.      კოოპერატიული სწავლება და ჯგუფური მუშაობა გერმანული ენის გაკვეთილზე;

7.      გერმანულენოვანი საგაკვეთილო მასალების საძიებო სისტემა; მაღალხარისხიანი გერმანულენოვანი ვებგვერდები და მუშაობის ტექნიკა.

სემინარი ორ კვირას გაგრძელდა; ირმა დავითაძე,  დანარჩენ 17 მონაწილესთან ერთად, მუშაობდა ზემოთ აღნიშნულ თემებზე, ასევე ესწრებოდა გერმანიის სკოლებში საგაკვეთილო პროცესებს და განიხილავდა მათ მონაწილეებთან ერთად.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები ეცნობოდნენ  ნორდრაინ-ვესტფალენის კულტურასა და ყოველდღიურობას,  ქალაქ დიუსელდორფის,  კიოლნისა და ბონის ღირშესანიშნაობებსა და ისტორიას.  გერმანიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება ჩვენს პედაგოგებს კიდევ უფრო ნაყოფიერი და მიზანმიმართული გახდეს სკოლაში გერმანული ენის სწავლება.

 

 

 

 


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X