ილია გოგიტიძე ჩემპიონია

20 ნოემბერი 2015 წელი

ილია გოგიტიძე ჩემპიონია

ოქროსფერვარსკვლავებიანი  წითელი ხალიჩა, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული ფოიე, მეგობრები სპეციალურად მომზადებული პლაკატებითა  და ქართული დროშებით, გამარჯვების ჰიმნის ფონზე წარმატებების ამსახველი ფოტომასალა სლაიდზე, უამრავი ღიმილი,  გაბრწყინებული თვალები და ოვაციები მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა სკოლაში დილით მისული ილია გოგიტიძისათვის.  დაბნეული, გაოცებული  თვალებით  იცქირებოდა აქეთ-იქით და როცა მეგობრები გულწრფელი სიყვარული შემოეხვივნენ მორიგი გამარჯვების მისალოცად, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომყველაფერი  მისთვის იყო მოწყობილი. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში ფიგურულ სრიალში გამართულ საერთაშორისო  რეიტინგულ ტურნირზე ’Celje 2015’’ პირველი ადგილი მოიპოვა.

ილიასათვის ეს ტურნირი პირველი არ ყოფილა. ის ოთხი წლის ასაკიდან დადის ფიგურულ სრიალზე. 2013 წლიდან  უკვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში  და უამრავ წარმატებას მიაღწია.   2013 - 2014  წლებში  ზედიზედ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი  და პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ამავე წელს უნგრეთში,  ბუდაპეშტში  გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - ‘’25 Sportland Trophy’’ მესამე ადგილი მოიპოვა. მოიგო ასევე  ,,აჭარის თასი“ (I ადგილი); 2015 წელს ორ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა : მე-4 ადგილის მფლობელი გახდა  ტურნირში ‘’Mellmut Seibt Memorial 2015’’ (ავსტრია, ქ. ვენა) ,ხოლო მე-6 ადგილით დაგვიბრუნდა ტურნირიდან   ‘’Rooster cup’’( საფრანგეთი, ქ.პარიზი)  .

2015 წელი წარმატებული აღმოჩნდა ილიასათვის. რეიტინგული ტურნირის გარდა,  პირველი ადგილი აიღო აგრეთვე საქართველოს ჩემპიონატში ფიგურულ ციგურაობაში.

ილია ასეთივე წარმატებულია ყოვედღიურ ცხოვრებაში, გულითადი მეგობარი, თბილი, ტოლერანტული, ბეჯითი მოსწავლეა. უყვართ მეგობრებსა და მასწავლებლებს და ამაყობენ მისით. განსაკუთრებით ამაყობს მისი დამრიგებელი თინათინ მეფარიშვილი, რომლის ინიციატივითაც მოეწყო ეს გულთბილი და საზეიმო დახვედრა.

ევრო -2000-ის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია ულოცავს ილიას ამ დიდ გამარჯვებას  და შემდგომ წარმატებებს  უსურვებს.

p.s.    სტატია უკვე მომზადებული იყო,  როცა სკოლის დირექტორმა საზეიმოდ წაგვიკითხა  ილია გოგიტიძის სწავლის საფასურის გადასახადისაგან  გათავისუფლების ბრძანება!


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X