სკოლა ევრო-2000–ის მე–12-–ე კლასის მოსწავლე შვედეთში

25 ოქტომბერი 2015 წელი

სკოლა ევრო-2000–ის  მე–12-–ე კლასის მოსწავლე შვედეთში

სკოლა ევრო-2000–ის  მე–12-–ე კლასის მოსწავლემ, ნინო აფაქიძემ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტში“ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება,  საქართველოში ევროინტეგრეციის პროცესის მხარდაჭერა”.

პირველ  ეტაპზე ნინოს უნდა დაეწერა  ესე თემაზე “ევროატლანტიკური ინტეგრაცია”.    საუკეთესო ესეს ავტორებმა,   14 სექტემბერს თბილისის შემოდგომო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.   მათ შორის ერთ– ერთი მონაწილე ნინო აფაქიძე იყო.  მონაწილეები ჩართული იყვნენ  სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებში. მოეწყო   შეხვედრა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და სომხეთში ქ–ნ მარტინა ქვიკთან.

  „თბილისის საშემოდგომო სკოლის“  მონაწილეებს შეხვედრებიჰქონდათ  ნატოსა და ევროკავშირის   საინფორმაციო ცენტრის,       ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტა–მენტის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს,  ეროვნულ– დემოკრატიული ინსტიტუტის,    ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების  თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებთან.

  საშემოდგომო სკოლის მონაწილეებმა საინტერესო დისკუსიები გამართეს პარლამენტარიზმის, ქალთა უფლებებისა და მედიის, რელიგიის თავისუფლების  თემებზე.

   საშემოდგომო სკოლის მონაწილეები ეწვივნენ    საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსა და სააპელაციო სასამართლოს.

თორმეტ ოქტომბერს  ნინო აფაქიძე დანარჩენ   13 საუკეთესო ესეს ავტორსა და   აქტიური მონაწილესთან ერთად სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა შვედეთში,  სტოკჰოლმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში     პლურალიზმი, დემოკრატიული მმართველობა, შვედეთ-საქართველოს ურთიერთობები და ა.შ.

ახალგაზრდები შეხვდნენ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს , ეწვივნენ საქართველოს საელჩოს შვედეთის სამეფოში, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დაესწრნენ  კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს. შეხვედრები გაიმართა SIDA-ში   შვედეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროში ისინი მიიღო  ქ–მა  ლინ ნეტელვიკმა.  

შეხვედრები  გაიმართა ასევე SKL International, შვედურ პარლამენტსა და   შვედურ ინსტიტუტებში, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიიისა  და ადამიანთა უფლების დაცვის განვითარებას.

 

„ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან  მან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. მე–12 კლასში ვარ და ეხლა არის ზუსტად ის მომენტი,  როდესაც უნდა გადავწყვიტო  სად ვისწავლი და რა პროფესიას ავირჩევ სამომავლოდ. ამ პროექტში მონაწილეობის მიღებამდე  სულ სხვა სფეროთი ვიყავი დაინტერესებული და ვერც კი წარმომედგინა თუ მოვისურვებდი როდესმე  ჩემი ცხოვრების პოლიტიკასთან და ადამიან–თა უფლებების დაცვასთან დაკავშირებას. ამ პროექტის  ფარგლებში დავინტერესდი ამ სფეროთი  და მოკლე დროში ძალიან ბევრი საინტერე–სო ინფორმაცია მივიღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და GISS“ – ამბობს ნინო აფაქიძე.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X