რუსული ენის კვირეული სკოლა ევრო-2000 ში

10 დეკემბერი 2015 წელი

რუსული ენის კვირეული სკოლა ევრო-2000 ში

                                         რუსული ენის კვირეული სკოლა ევრო–2000–ში

ამ დღეებში სკოლა ევრო 2000–ში ჩატარდა რუსული ენის კვირეული. საერთოდ უნდა  ითქვას, რომ უცხო ენის სწავლებას სკოლაში ეთმობა დიდი ყურადღება. მოსწავლეები ენის მეშვეობით ეზიარებიან უცხო კულტურას, ტრადიციებს, ჩვეულებებს, მათთვის უფრო გასაგები ხდება სხვადასხვა ხალხების თვისებები და მენტალიტეტი.          

შესაბამისად იცვლება  უცხო ენის მასწავლებელთა მიმართ არსებული მოთხოვნები და  სწავლების მეთოდები. კერძოდ, ამჟამად აქცენტი გადატანილია სწავლისა და სწავლების პროცესში კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე.სტანდარტის გათვალისწინებით  რუსული ენის სწავლება მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: წერა, ლაპარაკი, მოსმენა, კულტურათა დიალოგი, ენის პრაქტიკული გამოყენება... სკოლა ევრო -2000 -ის რუსული ენის კათედრა სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით წლის დასაწყისშივე  ადგენს   სამოქმედო გეგმას, ირჩევს სახელმძღვანელოებს, განსაზღვრავს თანამშრომლობაზე დაფუძნებული ინტერაქტიული სწავლების ხერხებს, მეთოდებსა და საშუალებებს,  მოიძიებს და ამდიდრებს სასკოლო-საგანმანათლებლო რესურსებს.

       რუსული ენის  კვირეულის გახსნა კრეატიული და შთამბეჭდავი იყო: სკოლის შენობის პირველი სართულის ფოიეში დილიდანვე  რუსული და უკრაინული რომანსის ჰანგები იღვრებოდა, გიტარით აჟღერებული ჰანგების პარალელურად მაყურებელს საშუალება ჰქონდა  პროექტორზე ასახული სხვადასხვა ღირშესანიშნაობისთვის  მიედევნებინა თვალი...

 მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების სანახავად კარი ღია იყო  როგორც მშობლების, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთათვის.  შემოქმედებითი თვალსაზრისით ორიგინალური გაკვეთილები ჩაატარეს  რუსული ენის პედაგოგებმა ელენე ყაჭეიშვილმა,  ნადია კონცევენკომ, ირმა შარაძემ და ელზა აგაჯანოვამ. მსმენელები ეზიარნენ მანდელშტამის პოეზიას, კრილოვის იგავების სამყაროს, სხვა რუსი პოეტების და მწერლების შემოქმედებას.

      რუსული ენის კათედრა სწავლებაში ნერგავს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ნოვაციებს, რასაც წარმატებით ახორციელებენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები. საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე კათედრის წევრებსა და სხვა თანამშრომლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს  სასწავლო ნაწილის გამგემ ელენე ყაჭეიშვილმა,  კათედრის ხელმძღვანელმა ირმა შარაძემ  და პედაგოგმა  ნადია კონცევენკომ  .

   კვირეული დააგვირგვინა სლავური კულტურის საღამომ, რომელშიც თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიების    შთაბეჭდილებები დიდხანს შემორჩება მსმენელთა მეხსიერებას, ხოლო მსგავსი  აქტივობები ხელს  შეუწყობს მოსწავლეებში ენის სწავლების მოტივაციის ამაღლებას.  


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X