ნიჭიერი მოსწავლეების დაჯილდოება

17 დეკემბერი 2015 წელი

ნიჭიერი მოსწავლეების დაჯილდოება

2015 წლის 14 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ და ვლადიმერ მგალობლიშვილმა გადასცეს.
საგნობრივ ოლიმპიადაში, ლიტერატურულ მარათონში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ქართული ენისა და მათემატიკის კონკურსსა და ხატვის კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 15 000-მდე მოსწავლე. ჩატარებული კონკურსების შედეგად გამოვლინდა I, II და III საპრიზო ადგილებზე გასული 71 მოსწავლე და 51 - სიგელოსანი. კერძოდ, • საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული I, II და III საპრიზო ადგილებზე გასული 29 მოსწავლე დაჯილდოვდა დიპლომებითა და პორტატული კომპიუტერებით. ხოლო 51 მოსწავლე, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, დასაჩუქრდნენ სიგელებითა და წიგნებით.
სკოლა ევრო–2000 სამი მოსწავლე დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში ესენია: იაკობ მახარაძე, იანა დოლიძე, დავით წულაძე და ანა დიასამიძე; ხოლო სიგელებით 10 მოსწავლე; 
სკოლის გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს:  მზია ცხომელიძეს /მათემატიკა/ ინგა და ცირა ბერაძეებს /ინგლისური ენა/  გადაეცათგანათლების მეცნიერებისა და კულტურის  სამინისტროს მადლობის სიგელები;
ვულოცავთ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გამარჯვებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებ;


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X