მათემატიკის კვირეული

13 მარტი 2016 წელი

მათემატიკის კვირეული

     პიროვნებისათვის დამახასიათებელ საუკეთესო თვისებათაგან ყველაზე გამორჩეულია ლოგიკური აზროვნების, მეტყველების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ნააზრევის გასაგებად გადმოცემის უნარები. სკოლა ევრო 2000-ის მათემატიკის მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. სწორედ ესაა მათემატიკური კვირეულების ჩატარების საფუძველი და მიზანი. ყველა მოსწავლე დიდი სიხარულით, ენთუზიაზმით ელოდება კვირეულის დაწყებას, რათა გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და შესაბამისი პრიზებიც მოიპოვონ. წელს კვირეული 15 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გრძელდებოდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღია გაკვეთილები. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოთარ ბერიძის ჩატარებული გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, სულიკო თებიძე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ონისე სურმანიძე, ზებურ ავალიანი, ვახტანგ ბერიძე, თეიმურაზ კოკობინაძე, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი, მასწავლებლები: როზა დიასამიძე და თენგიზ კუჭავა. გაკვეთილი ორი საათის განმავლობაში საინტერესოდ მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ბევრი ინოვაციური მეთოდი. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების აქტიურობა და სიყვარული მათემატიკისადმი, რაც მასწავლებლის დიდი დამსახურებაა. სტუმრები სიხარულითა და ოვაციით აღნიშნავდნენ მოსწავლეების მიერ გამოვლენილ ცოდნას. მათ წარმატებები უსურვეს ბატონ ოთარს. ნინო კვაჭაძემ წარმოადგინა საინტერესო პროექტი თემაზე: „მუსიკა და მათემატიკა", თამარ გუდავაძემ და ნინო კვაჭაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი მეცხრე კლასში. შედგა საკონსულტაციო შეხვედრა კათედრის წევრებთან, რომელიც გამართა პედაგოგმა მზია ცხომელიძემ თემაზე: „შეფასების სისტემა მათემატიკაში". საკითხი აქტუალური იყო, შესაბამისად საინტერესოდ წარიმართა და გაიმართა დისკუსია. ხალისიანი და აზარტული იყო მათემატიკური კონკურსები: ვიქტორინა VIIა კლასში მათემატიკური კონკურსი თემაზე წილადები, მათემატიკური ჭიდილი მერვე კლასებს შორის, მათემატიკური შეჯიბრი V და VI კლასელებს შორის. კონკურსების დამთავრების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: დავით ხვადაგიანი, ანასტასია ბეჟანიძე, ჯანრი ჯაყელი, სანდრო მჟავანაძე, ლუკა გორგილაძე, გიორგი დიასამიძე, ანრი აბაკუმოვი და სხვები. მათ გადაეცათ სიგელები, სკოლის დირექციამ და სტუმრებმა კი მოასხეს მანტიები. კვირეულში ფაქტობრივად საგნის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყო ჩართული, რამაც ის უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახადა. კვირეულში ჩართული იყვნენ მშობლებიც. მათემატიკის კვირეული ჩვეული ხალისითა და აზარტით მიმდინარეობდა. მოსწავლეთა მეხსიერებას დიდხანს შემორჩება თებერვლის დღეები. სამომავლოდ ჩვენი მიზანია მოვძებნოთ „მათემატიკური გასაღები“, რომელიც ორიგინალური და ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი გზის მისაგნებადაა საჭირო.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X