სკოლა ევრო-2000 ბერლინში საერთაშორისო ფორუმ „სკოლა, განათლება, მომავალი“.

22 აპრილი 2016 წელი

სკოლა ევრო-2000 ბერლინში  საერთაშორისო ფორუმ „სკოლა, განათლება, მომავალი“.

2016 წლის 12-15 აპრილს ბერლინში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „სკოლა, განათლება, მომავალი“. მონაწილეთათვის შესანიშნავი მასტერკალასები ჩაატარეს წამყვანმა ტელემოდერატორებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა და განათლების მუშაკებმა. იყო ახალი პროექტებისა და იდეების პრეზენტაცია, განსაკუთრებული აღრფთოვანება გამოიწვია უჩვეულოდ ფამილარულმა შეხვედრამ საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან, მისი ნახევარსაათიანი მოხსენება, რომლის ლაიტმოტივი გლობალური სამყაროს მულტიკულტურულობა, რომლებიც ამდიდრებენ და ალამაზებენ სამყაროს,  რომლებსაც ყველას აქვს არსებობის უფლება,   ძალზე საინტერესო და ამაღელვებელი იყო. ჩვენ ვავსებთ და ვამდიდრებთ ერთმანეთს. მომავლის სკოლა–ეს არის ინკლუზიურობა ფართო გაგებით, სკოლა სადაც ყველა საჭირო და ძვირფასია. სკოლა, სადაც ყველას შეუძლია თავის თავის რეალიზება. მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ფორუმში აღფრთოვანებულები დარჩნენ ურთიერთობით, კრეატიული მასტერკლასების ორგანიზებით. განსაკუთრებული ის იყო, რომ მათ თავიანთი თვალით ნახეს რისი სწავლა შეიძლება სხვებისგან და რა შეუძლიათ მათაც, რომ სხვებს გაუზიარონ. ისინი სიამოვნებით უზიარებენ შთაბეჭდილებას თავიანთ მეგობრებს.

პ.ს. ამ შთაბეჭდილებების გაზიარება მათ აჭარის ტელევიზიასაც შესთავაზეს, სამწუხაროდ უარი მიიღეს თქვენი სკოლის რეკლამა იქნებაო (ისე მართლა საკითხავია ვისი რეკლამა უფრო იქნებოდა ან ვის უფრო ჭირდება ეს...) 

 


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X