სატელევიზიო კონკურსი და წიგნის სიყვარულით მოპოვებული წარმატება

26 მაისი 2016 წელი

სატელევიზიო კონკურსი და წიგნის სიყვარულით მოპოვებული წარმატება

სატელევიზიო კონკურსი და წიგნის სიყვარულით მოპოვებული წარმატება

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინტერესო სიურპრიზი შესთავაზა მაყურებელს – ინტელექტუალური პროექტი „წიგნების თარო“ , რომელშიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. სპეციალურ ჟიურის, გასაუბრების საფუძველზე,  32 საუკეთესო გუნდი უნდა გამოევლინა. ბრძოლა პირველობისთვის უშეღავათო, რთული და დამქანცველი იყო. თავდაუზოგავი შრომა, მხატვრული ლიტერატურის უსაზღვრო სიყვარული, ზღვა ემოციები და განცდები...გაუბედავად გადადგმული პირველი ნაბიჯები და შრომითა და ბრძოლით მოსული თავდაჯერება...ასე მოვიდა სკოლა ევრო–2000–ის გუნდი ფინალამდე.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის(მარიამ ოსიტაშვილი, გიორგი კვანტალიანი, ტატო ჭიაბერაშვილი) ეს იყო უდიდესი გამოცდილება, დაუვიწყარი დღეები, საინტერესო გარემო და ახალი მეგობრები.

წიგნის სიყვარულმა გააერთიანა სხვადასხვა ქალაქის, სხვადასხვა სკოლის ერთი თაობა.

4 თვის განმავლობაში ელოდნენ პროექტის მესვეურნი ბადის შევსებასა და გამარჯვებულის გამოვლენას. ყველა ორთაბრძოლა თავისებურად საინტერესო და ემოციური იყო. არაერთი ბარიერის გადალახვით, ევრო–2000 პირველი სეზონის ფავორიტებს შორის აღმოჩნდა და მხოლოდ ერთხელ, ფინალში იწვნია მარცხი.

პროექტის გამარჯვებული თბილისის ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური სკოლა გახდა. ევრო–2000 –ის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.  ჩვენი მოსწავლეები სპეციალური ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ბავშვებს წინ დაუვიწყარი ზაფხული, ბანაკი და ერთად გატარებული დღეები ელით. ბევრი სიხარული, ურთიერთობა, ბევრი საუბარი ლიტერატურაზე.


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X