სკოლა ევრო –2000 და ბათუმზე შეყვარებული გერმანელები

21 მაისი 2016 წელი

სკოლა ევრო –2000  და  ბათუმზე შეყვარებული გერმანელები

სკოლა ევრო –2000  და  ბათუმზე შეყვარებული გერმანელები

მაისის თვეში სკოლა ევრო–2000-ს გერმანელ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი ჯგუფი სტუმრობდა. ესენი იყვნენ ჩვენი პარტნიორები ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის სკოლის მე –9 კლასელები, რომლებმაც სექტემბერში თავად უმასპინძლეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ელმსჰორნში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე დღეები გაატარებინეს. მაშინ ჩვენს მოსწავლეებს ასევე დაათვალიერებინეს ჰამბურგი და კილი.

ბუნებრივია მასპინლებმა ღირსეული დახვედრისათვის მზადება ადრევე  დაიწყეს და  სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. დღის პირველ ნახევარში ერთად ესწრებოდნენ გაკვეთილებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა აქტივობებში ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩაუტარდათ საჩვენებელი გაკვეთილები ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიაში,  მასტერკლასები–ქართული ცეკვა და სიმღერა, ქართული კულინარია. მასტერკლასებზე ნასწავლი სიმღერები, ცეკვები და მათ მიერ მომზადებული ქართული კერძები გახდა სასიამოვნო სიურპრიზი გერმანულ–ქართულ  საღამოზე, რომელიც მოსწავლეებმა ერთობლივად მოაწყეს გამოსამშვიდობელ შეხვედრაზე მშობლებისა და პედაგოგებისათვის. სტუმრებს ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში მეგზურობას ევროს მოსწავლეები უწევდნენ და მათ ენისა და ქალაქის შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს. მასპინძლებმა სტუმრებთან ერთად 6 მაისის პარკში ღია ცისქვეშ გამართული კონცერტით აღნიშნეს  ოჯახის დღე, დაესწრნენ ბათუმის ხელოვნების სახლში გამართული ოპერის „ტოსკას“ პრემიერასა  და შვეიცარიის საელჩოს მიერ გამართული გერმანულენოვანი ფილმის „ჰაიდი“ საპრემიერო ჩვენებას კინოთეატრ აპოლოში.

გერმანელმა სტუმრებმა აღრფთოვანება ვერ დამალეს, როცა მასპინძლებმა ისინი გოდერძის უღელტეხილზე მაისის თვეში თოვლზე სასრიალოდ დაპატიჟეს. ხულოს საბაგიროთი გასეირნება, გონიოს ციხის, ბოტანიკური ბაღის, შავი ზღვის ულამაზესი სანაპირო,გოდერძის უღელტეხილი ჩვენი სტუმრებისათვის კონტრასტების ცვლის ფანტასტიკური შესაძლებლობა და ექსტრემალური თავგადასავალი იყო.

 ბათუმზე უსაზღვროდ შეყვარებული გერმანელი მოსწავლეები შინ დაბრუნების შემდეგ მადლიერებით  სავსე წერილებს წერენ თანატოლებს და უკვე მშობლებთან ერთად ელმსჰორნში ეპატიჟებიან.

 


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X