გამოთხოვება პირველ მასწავლებელთან

11 ივნისი 2016 წელი

 გამოთხოვება პირველ მასწავლებელთან
 გამოთხოვება პირველ მასწავლებელთან 
 
თითქოს იყო გუშინ... თვალებციმციმა, მომღიმარი და თვალებში შიშჩამდგარი პატარები იმედით, რომ შესცქეროდნენ მასწავლებლებს. მათ თვალებში პედაგოგები ხედავდნენ სიხარულს, სიყვარულს, იმედს და, რაც მთავარია, სწავლის სურვილს. აი, გავიდა ოთხი წელი და პატარებს აცილებენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები. სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევს. სააქტო დარბაზის სცენა საგანგებოდ არის მორთული. საზეიმო კვირეული რუსული სექტორის მე-4 დ კლასმა გახსნა, რომლის დამრიგებელი ჯულიეტა კალანდაძეა. მოსწავლეებმა გაუშვეს სლაიდ-შოუ, რომელიც მიუძღვენს მათი პირველი მასწავლებლის, აწ გარდაცვლილი მადლენა მკრტჩიანის ხსოვნას. შემდეგ იყო დირექციისა და მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ორიგინალური მისალმებები _ სიმღერებით. საღამო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო სკოლა ევრო-2000 -ის მე-4ბ კლასის მოსწავლეებისთვის. 12 ვაჟი და 8 გოგონა გამოეთხოვა საყვარელ პირველ მასწავლებელს ქალბატონ ირმა გათენაძეს. ბევრი თბილი სიტყვა, მშობლიური სკოლისა და მასწავლებლისადმი მიძღვნილი სიმღერები და ლექსები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. 8 ივნისი სკოლა ევრო-2000-ის IVა კლასის მოსწავლეებისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ დღეს პატარებმა მასწავლებლების ხელმძღვანელობითა და მშობლების თანადგომით მოაწყვეს თავისი პირველი საზეიმო ღონისძიება. ლამაზად მორთულ სცენას ყვავილები და მოსწავლეთა ფოტოები ამშვენებდა. წამყვანმა მობრძანებულ სტუმრებს აუწყა, რომ ხსნიდნენ `ევროვიზიის“ საცდელ მაუწყებლობას და საინფორმაციო გადაცემასაც ისინი წაიყვანდნენ. დარბაზი საინტერესოს მოლოდინში გაირინდა. ბავშვებმა გაიხსენეს მათი პირველი დღეები სკოლაში, მნიშვნელოვანი ფაქტები მათი სასკოლო ცხოვრებიდან. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს თეატრალიზებული დადგმა: ცნობილმა კინოგმირებმა `მძევლად აიყვანეს“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა ანანიძე, მის გამოსახსნელად და გასათავისუფლებლად მოსწავლეებმა მიმართეს ცნობილ მომღერლებსა და ჰოლივუდელ კინოგმირებს. საოცრად თბილი საზეიმო დილა მოაწყვეს IVგ კლასის მოსწავლეებმა. მათი დამრიგებელი მაგული მელაძეა. ბავშვებმა დიდი საიყვარულით გაიხსენეს მათი პირველი დღეები სკოლაში. თითოეული მათგანი საოცრად თბილი სიტყვებით მოეფერა გოგებაშვილს. ერთმანეთს სამშობლოსა და ენის სიყვარულშიც გამოუტყდნენ. პატარები საოცრად კარგი დეკლამატორები აღმოჩნდნენ და თავი გამოიჩინეს დახვეწილი მეტყველებითა და მხატვრული კითხვით. ვემშვიდობებით მათ და კვლავ პატარების მოლოდინში ვაგრძელებთ ცხოვრებას.  
 

«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X