ესეების კონკურსი “მასწავლებლები კონსტიტუციაზე”.

13 ოქტომბერი 2017 წელი

საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ესეების კონკურსი “მასწავლებლები კონსტიტუციაზე”–2017.
2017 წლის 9 ოქტომბერს კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები მიწვეული იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
სკოლა ევრო–2000–დან მიღებაზე მიწვეული იყვნენ დაწყებითი კლასების პედაგოგი ცირა ქობულაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე.
 
საქართველოს რეგიონებიდან და რაიონებიდან კონკურსში გამარჯვებულ 16 პედაგოგი სპეციალური სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
მათ შორის პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა და პირადად გადასცა ჯილდო სკოლა ევრო–2000–ის დაწყებითი კლასების პედაგოგს ცირა ქობულაძეს.
 
 
კონკურსის ყველა მონაწილეს აგრეთვე გადაეცა სპეციალური სერტიფიკატები.
მათ შორისაა სკოლა ევრო–2000–ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე.
 
სკოლა ევრო–2000–ის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ცირა ქობულაძესა და ნანი ცეცხლაძეს კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს ახალ წარმატებებს პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
 
 
10 ოქტომბერი, 2017 წელი.
სკოლის საინფორმაციო სამსახური.
 

«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X