გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთში მოქმედი სასკოლო სამსახურის კოორდინატორი ქალბატონი ანგელა შმიდტი ევრო-2000 ში

10 ოქტომბერი 2013 წელი

26–27 სექტემბერს სკოლა ”ევრო-2000”-ში სტუმრად იმყოფებოდა უცხოეთში მოქმედი სასკოლო სამსახურის ახალი კოორდინატორი - ქალბატონი ანგელა შმიდტი.
ის შეხვდა სკოლის დირექციას და გადასცა გერმანული ენის დიპლომის ცენტრალური უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც სკოლა ”ევრო-2000” აღიარებულია, როგორც ენის დიპლომის სკოლა, რომელსაც შეუძლია გასცეს I საფეხურის გერმანული ენის დიპლომი ( DSD I - ენის სწავლების A2/B1 დონე). 
გერმანული ენის დიპლომის სკოლის წოდება სკოლა ”ევრო-2000”-ს მანამდეც ჰქონდა, თუმცა საქმე ეხებოდა მხოლოდ მეორე საფეხურს ( DSD II - ენის სწავლების B2/C1 დონე) და, შესაბამისად, ამ დიპლომის მიღება შეეძლოთ მხოლოდ მე-12 A კლასის მოსწავლეებს.
ახლად მიღებული დოკუმენტი კი საშუალებას მისცემს მე-9 A კლასის და მე-12 B ჯგუფის მოსწავლეებსაც ჩააბარონ გამოცდა და მიიღონ ენის დიპლომი, რითაც მათ შეუძლიათ სწავლა განაგრძნონ თავდაპირველად სასწავლო კოლეჯში, ხოლო შემდეგ კი გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში.
DSD I-ის დიპლომის მიღების საშუალება კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს მოსწავლეთა სურვილს, შეისწავლონ გერმანული ენა და აამაღლებს მათ მოტივაციას.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ანგელა დაესწრო გერმანული ენის გაკვეთილებს, გაესაუბრა მოსწავლეებს და მოხიბლული დარჩა ”ევრო-2000”-ის მოსწავლეთა ენობრივი მიღწევებით.
ქალბატონმა ანგელა შმიდტმა ხაზი გაუსვა ბათუმის DSD-ს სკოლის, ”ევრო-2000”-ის განსაკუთრებულობას სხვა სკოლებთან შედარებით და აღნიშნა, რომ ეს სკოლის პედაგოგიური პერსონალის დამსახურებაა და მის მაღალ პროფესიო-ნალიზმზე მეტყველებს.
ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ანგელა შმიდტმა სემინარი ჩაუტარა გერმანული ენის მასწავლებლებს I საფეხურის გერმანული ენის დიპლომის გამოცდის ზეპირი ნაწილის ძირითადი საკითხების შესახებ.

«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X