„ევრო-2000“ გერმანული დიპლომის სკოლაა

30 სექტემბერი 2011 წელი

„ევრო-2000“ გერმანული დიპლომის სკოლაა
„სკოლა ევრო-2000“-ს 10 წლიანი შრომა დაუფასდა და ამა წლის სექტემბრის დასაწყისში გერმანული ენის დიპლომის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ფაქტის საზეიმო აღნიშვნა 30 სექტემბერს სკოლის შენობაში მოეწყო. 
 
საქართველოში ამ სტატუსის მატარებელი 6 სკოლა ფუნქციონირებს. დასავლეთ საქართველოში კი ეს პირველი პრეცენდენტია. ჩვენი მე-12 კლასელები წელს პირველად ჩააბარებენ გერმანული ენის დიპლომის C1 დონის გამოცდას.
 
ამ მიზნით ამა წლის 29 სექტემბერს სკოლას ამიერკავკასიაში მოქმედი გერმანიის სასკოლო განათლების სამსახურის კოორდინატორ-კონსულტანტი კეთრინ შეფლერი და მისი ქართველი კოლეგა ნატა ჩერქეზიშვილი ესტუმრნენ. ვზიტი არა მხოლოდ გერმანული ენის დიპლომის საზეიმოდ გადაცემას,არამედ გერმანული ენის პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო მეთოდური სემინარის გამართვასაც გულისხმობდა. მოწვეული სტუმრები გაკვეთილებსაც დაესწრნენ.
 
ვიზიტის პირველ დღეს ქალბატონმა კეთრინ შეფლერმა მეთოდური სემინარი ჩაატარა თემაზე: „გერმანული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი სარეკომენდაციო ჩარჩო და სასწავლო გეგმა“. 
 
მეორე დრეს კი,სკოლის კედელზე აბრა გამოიკრა წარწერით:“ევრო-2000 გერმანული ენის დიპლკომის სკოლა“. საზეიმო ცერემონიას სხვა სტუმრებთან ერთად აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია აბულაძე ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროგრამა წარმოადგინეს.
 
გერმანელთა ვიზიტი და სკოლის ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბათუმში მოქმედმა ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა.

«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X