წარმატება ჩოგბურთში საქართველოს პირველობაზე

1 ნოემბერი 2011 წელი

სკოლა “ევრო-2000”-ის მეცხრეკლასელმა მოსწავლემ მარიამ ბოლქვაძემ თბილისში ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი 13 წლისაა და ერთი წლით უფროს გოგონებს წარმატებით დაუპირისპირდა. მარიამი ფინალში თბილისელ ანა ახალკაცს შეხვდა და მოუგო. მას მარიამი მეორე ტურნირში - “სიტი სპორტშიც” შეხვდა და კვლავ გაიმარჯვა. სწორედ ორივე ტურნირის შედეგით მოიპოვა ბათუმელმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომელიც ჩეხეთში 18 ივლისს გაიმართება. მარიამი ბათუმის ჩოგბურთის კლუბის აღსაზრდელია.

 

იგი აჭარის ნაკრების წევრია ახალგაზრდებს შორის. როგორც უფროსი მწვრთნელი ვლადიმერ ასათიანი ამბობს, მან თბილისში სრულფასოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაც მისი კარგი და დამაჯერებელი თამაშის შედეგია. გასული წლის აგვისტოდან მარიამს მწვრთნელი სერგო სიხარულიძე ავარჯიშებს, რომელიც თავის შეგირდში უპირველესად განსაკუთრებულ მონდომებასა და შრომისმოყვარეობას აფასებს. სხვათა შორის, ნიჭიერი გოგონა ცაციაა და მარცხენა ხელით თამაშობს. როგორც სერგო სიხარულიძე ამბობს, მარიამმა იანვრიდან არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ინგლისში, შვედეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში. იგი ევროპაში რეიტინგით თავის ასაკში 214-ეა. ამჟამად მწვრთნელი და სპორტსმენი სხვადასხვა ტურნირისთვის ემზადებიან. მარიამი ჯერ თბილისში, ევროპის ღია ტურნირში იასპარეზებს (14-წლიანები), სამი ტურნირი ერევანში ტარდება, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს მოსინჯავს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება


«««



ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ამინდი

პროგნოზის ჩვენება
 
X