სიახლეები

ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი სკოლა ევრო-2000 ში

23.06.2022

დღეს სკოლა ევრო-2000 ში ავსტრიის ელჩი, ბატონი თომას მიულმანი გვესტუმრა და სკოლის ბიბლიოთეკის ავსტრიული კუთხისათვის საჩუქრად წიგნები გადმოგვცა. სკოლის დირექტორებმა და გერმანული ენის მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმარს. გაიმართა გულთბილი დიალოგი თანამედროვე გამოწვევებზე , გერმანული ენის სწავლებაში ავსტრიული მხარის დახმარების შესაძლებლობებზე. ბატონმა მიულმანმა მოგვაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს ავსტრიის საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის ბათუმში ნოემბერში დაგეგმილ ავსტრიული კულტურის საღამოს შესახებ.