სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

თებერვალი 2023

სკოლა ევრო -2000ის IVვ კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა, ირმა ანანიძემ, წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღსანიშნავად საინტერესო დავალება მისცა. მოსწავლეებს და არა მხოლოდ მოსწავლეებს, მათ ოჯახის წევრებსაც უნდა შეერჩიათ საყვარელი წიგნი და ამ წიგნიდან რამდენიმე აბზაცი მორიგეობით წაეკითხათ: ბავშვი, მშობელი, დედმამიშვილი, ბებია, ბაბუა. უნდა გადაეღოთ ვიდეოები და გადმოეგზავნათ.

პროექტის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეებმა და მათმა ოჯახის წევრებმა საოცარი ნიჭი გამოამჟღავნეს და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობაც მასწავლებელს საოცრად გამოუვიდა.

VI ვ კლასმა პროექტი სკოლის ბიბლიოთეკაში წარადგინა.. 

მოსწავლე: ანდრია ბერიძე

მასწავლებელი: ირმა ანანიძე